სემინარი საქართველოსა და გერმანიაში ჩატარებული თავდაცვის რეფორმების საკითხებზე
2012 წლის 23 აპრილს, თბილისი მერიოტში, კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა გაფართოებული შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო: “ბუნდესვერის რეფორმა – პასუხი უსაფრთხოებისპოლიტიკის გამოწვევებზე“. სემინარზე ვრცელი მოხსენება გააკეთა ბ-მა თომას კოსენდაიმ – გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და დეპუტატი. ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი ნოდარ ხარშილაძე. შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ვასილ სიხარულიძე.
სემინარზე ყურადღება ძირითადად გამახვილდა გერმანიაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმაზე, გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე.