10-11 დეკემბერი, 2011 წ. – საერთაშორისო კონფერენცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია – „20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან: ისტორიული კონტექსტი და სტრატეგიული პერსპექტივა“. აღნიშნულ კონფერენციაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოაჩინეს და განიხილეს ის ძირითადი საკითხები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ყოფილ საბჭოთა და ევროპაში საბჭოთა ბანაკის სივრცეზე, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში და დაშლის პროცესის დროს, ასევე მის შემდეგ.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებს. ყურადღება ასევე გამახვილდა პოსტ-საბჭოთა რეგიონის ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის კუთხით წინსვლისა და მისი საბჭოთა მემკვიდრეობის გავლენიდან გამოსვლის შესაძლო საუკეთესო გზებზე. აღინიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა რეგიონის დიდი პოტენციალის რეალიზება, რაც გართულებულია რეგიონში ავტოკრატიული ტენდენციების მომძლავრების, გლობალური ეკონომიკური კრიზისის, ენერგეტიკულ უსაფრთხოების პრობლემებისა და დასავლეთში საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირების პირობებში.
კონფერენციის პირველი დღე:
კონფერენციის მეორე დღე: