2009 წ. – თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მმართველობა სამხრეთ კავკასიაში
ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი ეხებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მმართველობის საკითხებს სამხრეთ კავკასიაში. პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. შეხვედრებზე განხილულ იქნა უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მართვის, დემოკრატიული კონტროლისა და სტრატეგიული უსაფრთხოების სფეროების მნიშვნელოვანი საკითხები.