საქართველოს ატლანტიკური საბჭო ATLANTIC COUNCIL OF GEORGIA
მისია
საზოგადოების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობის, მიზნებისა და გეგმების შესახებ;
ევრო-ატლანტიკურ არეალში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესების კვლევა. აღნიშნული პროცესების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავლენის შესწავლა;
ჩრდილო-ატლანტიკური არეალისა და ნატოს პროგრამაში „თანამშრომლობა მშვიდობისთვის“ მონაწილე ქვეყნების ხალხებს შორის სოლიდარობის განვითარება და განმტკიცება;
საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის მხარდაჭერა. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ფორმირების, ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა;
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება, მასში საზოგადოებრივი ძალისხმევის გააქტიურება;