ნატოში ინტეგრაციაზე ონლაინ ვებ-პლატფორმის პროექტი
ორგანიზაცია: საქართველოს ატლანტიკური საბჭო
დონორი: ნატო (NATO)
ხანგძლივობა: აპრილი 2016 – დეკემბერი 2016
თანხა: 11,080 $
დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა და განმტკიცება. სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებისა და ვებ-პლატფორმის საშუალებით, რეგულარულად ხორციელდება მოსახლეობის ობიექტური ინფორმირება და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე მედიისა და სპეციალისტების ექსპერტიზის ამაღლება ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სტრატეგიული კომუნიკაციის ეროვნული პროცესის განვითარების პროექტი
ორგანიზაცია: საქართველოს ატლანტიკური საბჭო
დონორი: გერმანიის კონრად ადენაუერის ფონდი
ხანგძლივობა: თებერვალი 2016 – ივნისი 2016
თანხა: 16,922 $
დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები:
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის მოქმედი ეროვნული სისტემის ეფექტურობის შეფასების მიზნით, გახორციელდა არსებული პრაქტიკის, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და სისტემაში ჩართული მთავარი უწყებების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი. ორენოვანი ბროშურის ფორმით და საბჭოს ვებგვერდზე ელექტრონულად გამოქვეყნდა შეფასების ფინალური დოკუმენტი, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის მოქმედი ეროვნული სისტემის მდგომარეობა, მისი ძირითადი ნაკლოვანებები და რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად.
ნატოში ინტეგრაციაზე ონლაინ ვებ-პლატფორმის პროექტი
ორგანიზაცია: საქართველოს ატლანტიკური საბჭო
დონორი: ნატო (NATO) და რუმინეთის საელჩო საქართველოში
ხანგძლივობა: იანვარი 2015 – ივლისი 2015
თანხა: 15,656 $
დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა და განმტკიცება. სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებისა და ვებ-პლატფორმის საშუალებით, რეგულარულად ხორციელდება მოსახლეობის ობიექტური ინფორმირება და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე მედიისა და სპეციალისტების ექსპერტიზის ამაღლება ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
2013-2104 წლებში საბჭომ გაახორციელა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის“ რვათვიანი პროექტი.
2010-2011 წლის 10-11 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია – „20 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან: ისტორიული კონტექსტი და სტრატეგიული პერსპექტივა“. აღნიშნულ კონფერენციაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოაჩინეს და განიხილეს ის ძირითადი საკითხები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ყოფილ საბჭოთა და ევროპაში საბჭოთა ბანაკის სივრცეზე, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში და დაშლის პროცესის დროს, ასევე მის შემდეგ.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებს.
ყურადღება ასევე გამახვილდა პოსტ-საბჭოთა რეგიონის ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის კუთხით წინსვლისა და მისი საბჭოთა მემკვიდრეობის გავლენიდან გამოსვლის შესაძლო საუკეთესო გზებზე. აღინიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა რეგიონის დიდი პოტენციალის რეალიზება, რაც გართულებულია რეგიონში ავტოკრატიული ტენდენციების მომძლავრების, გლობალური ეკონომიკური კრიზისის, ენერგეტიკულ უსაფრთხოების პრობლემებისა და დასავლეთში საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირების პირობებში.
კონფერენციის პირველი დღე:
კონფერენციის მეორე დღე:
2009-2010 წლებში საბჭომ ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით განახორციელა ორი პროექტი:
- პირველი პროექტი ეხებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მმართველობის საკითხებს სამხრეთ კავკასიაში. პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. შეხვედრებზე განხილულ იქნა უსაფრთხოების სექტორის ეფექტური მართვის, დემოკრატიული კონტროლისა და სტრატეგიული უსაფრთხოების სფეროების მნიშვნელოვანი საკითხები.
- საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, საბჭომ უზრუნველყო შემდეგი სახელწოდების წიგნის შედგენა და გამოცემა: „დაკარგული სივრცის ძიებაში, პოსტ-საბჭოთა საქართველოს კულტურის პოლიტიკა”. წიგნი წარმოადგენს სტატიების კრებულს და მასში განხილულია 90-ანი წლებიდან მოყოლებული, ხელოვნების სხვადასხვა დარგის როლი საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.
2007 წელს, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ, ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი სახელწოდებით – „საერთო უსაფრთხოების პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში“. სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნიდან კვლევაში ჩართული იყო ორი ახალგაზრდა მკვლევარი, რომელთაც ეხმარებოდნენ კვალიფიციური მკვლევარები. კვლევის შედეგები გამოიცა პუბლიკაციის სახით.